ნოე ჟორდანიას მიერ 1900 წელს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნებულ წერილში მე-19 საუკუნის ბოლო 4 ათწლეულის ქართული პრესისა და საზოგადოებრივი აზრის განვითარების შეფასებით დაწყებული პოლემიკა ილია ჭავჭავაძესთან;
ლიბერალიზმი, ნაციონალიზმი და სოციალიზმი – სამი იდეოლოგია, რომელსაც თანამედროვე მოდერნული სამყარო ეფუძნება, საბჭოთა პროპაგანდის მიერ დამახინჯებული ილიასეული იდეოლოგია და ქართველი სოციალ-დემოკრატები, როგორც თერგდალეულების მემკვიდრეები;
ნაციონალური საკითხი ნოე ჟორდანიას პუბლიკაციებში და ეროვნული იდენტობის თემა ილია ჭავჭავაძესთან პოლემიკაში;
სოციალიზმის იდეასთან დაპირისპირება, როგორც თანამედროვეობის გამოწვევა ილიასათვის და ოპონენტის იდეოლოგიაში გასარკვევად მის მიერ წაკითხული 35 წიგნი;
საბჭოთა იდეოლოგიის მიერ განადგურებული ლიბერალიზმისა და ევროპული სოციალ-დემოკრატიის ტრადიცია, ილია ჭავჭავაძისა და ნოე ჟორდანიას პოლემიკა თანამედროვე რაკურსით და ერთ წიგნში თავმოყრილი მათი პუბლიკაციები.
სტუმარი – სერგო რატიანი, ფილოსოფოსი, ილიაუნის პროფესორი.