#სახლისკენ - ისტორიიდან - პოლიტიკური ორიენტაცია და იდეურად პოლარიზებული საქართველო I 07.11.2022
#სახლისკენ - ისტორიიდან - პოლიტიკური ორიენტაცია და იდეურად პოლარიზებული საქართველო I 07.11.2022

1) ილიას დაპირისპირება სოციალ-დემოკრატებთან; იდეურად პოლარიზებული საზოგადოებრივი სივრცე ილიას პერიოდში

ახალი გამოცემა „ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია“ ილიას კვლევის ცენტრის მრავალწლიანი შრომის შედეგია. წიგნის მონაცემები პირველწყაროებს ეფუძნება – შესწავლილია ბევრი მოვლენა, ფაქტი, თარიღი, პიროვნება, ტოპონიმი, პერიოდული გამოცემა და ა.შ.

სხვადასხვა საკითხთან ერთად წიგნში ახლებურადაა წარმოჩენილი იმჟამინდელი იდეურად პოლარიზებული საზოგადოებრივი სივრცე.

სტუმარი: ნინო მამარდაშვილი – ილიას კვლევის ცენტრის დირექტორი,ფილოლოგიის დოქტორი.

 

2) აიეტი და ფარტაზი – პაექრობა პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ; მათ მიერ წარმოთქმული სიტყვები თანამედროვე თვალთახედვით

ბიზანტიელთა მიერ ლაზთა მეფის, გუბაზის (VI ს.) მოკვლის ფაქტმა კოლხეთში დიდი მღელვარება გამოიწვია და საზოგადოებაც ორ ნაწილად დაიყო. გაიმართა ეგრისის სახალხო კრება, სადაც უძველესი კოლხეთის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო.

აიეტი სპარსელებთან კავშირს ანიჭებდა უპირატესობას, ფარტაზი კი ბიზანტიელების მომხრე იყო.

ვსაუბრობთ ორ პოლუსს შორის მოქცეულ ქართულ პოლიტიკასა და ორ განსხვავებული ხედვაზე; ასევე ორატორულ ხელოვნებაზე, რომელიც იმდროინდელ საქართველოში წარმატებული პოლიტიკის წარმართვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო.

სტუმარი: გიორგი გოგუა – ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტი, მკვლევარი.

 

3) თამარ დადიანიძის რუბრიკა – „არტნიუსი

​თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ რიგით მერვე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს;

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოადგენს კოკა რამიშვილის პროექტს – „ვაკუუმი”;

ყოველწლიური ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი და სარაჯიშვილობა მწერალთა სახლში.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: