#სახლისკენ - ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად
#სახლისკენ - ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად

მართალია, საქართველოს განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვის კუთხით ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ „სპეციალური მასწავლებლები“, რომლებიც ინკლუზიური განათლების ერთ-ერთ მთავარ რესურსად მოიაზრებიან, ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან.

დღეს ვსაუბრობთ ინკლუზიური განათლების კუთხით სკოლებში არსებულ პრობლემებზე, სპეციალური მასწავლებლების პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებსა და იმ ტრენინგებზე, რასაც პედაგოგებს მხარდასაჭერად ინკლუზიური განათლების ინსტიტუტი თავაზობს.

სტუმრები: მარია გეთიაშვილი – ინკლუზიური განათლების ინსტიტუტის დამფუძნებელი – აღმასრულებელი დირექტორი; ხათუნა რაზმაძე – ინკლუზიური განათლების ინსტიტუტის ტრენერი, მასწავლებელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: