საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის წევრების, ზაზა გაბუნიასა და მარიამ ჯაშის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც დედა ენა კანონის დონეზე ხელშეუხებელი გახდება. განმარტებითი ბარათის მიხედვით კანონპროექტის მიზანია იაკობ გოგებაშვილის დედა ენა ფორმალურ განათლებაში დაინერგოს და ბავშვებმა სწორედ ამ წიგნით ისწავლონ. ამ მიზნით, დეპუტატები ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებას გეგმავენ, რომლის მიხედვითაც განათლების სამინისტრო შექმნის ექსპერტთა კომისიას. აღნიშნული კომისია, დედა ენას, რომელსაც არამატერიალური ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, გრიფირებაზე წარსადგენად მოამზადებს.