#სახლისკენ - ია ანთაძის ბავშვობის წიგნები
#სახლისკენ - ია ანთაძის ბავშვობის წიგნები

თამაშსა და კითხვას შორის წიგნის სასარგებლოდ გაკეთებული არჩევანი და დამოუკიდებლად წაკითხული პირველი წიგნისგან მიღებული ნეგატიური ემოცია; რამდენიმე წლის შემდეგ ტექსტის ხელახლა კითხვისას გაკეთებული აღმოჩენა, რომ წიგნისგან მიღებულმა შთაბეჭდილებამ ბავშვობის რამდენიმე წელი განსაზღვრა; კითხვის მოყვარული ბავშვის „სტანდარტული გზა“, გულგრილად წაკითხული სათავგადასავლო ლიტერატურა და გურამ რჩეულიშვილის პროზა, რომელმაც მის ლიტერატურულ გემოვნებას მისცა მიმართულება; ბებიის მიერ ხმამაღლა წაკითხული „ჯეინ ეარიდან შემორჩენილი მძიმე ემოციები, რომლებიც მეხსიერებიდან არ იშლება; თანაკლასელების „შეთქმულება“ და „ვეფხისტყაოსანზე“ ადრე წაკითხული არასაბავშვო, თან აკრძალული წიგნი; მოსწავლეებისთვის წაკითხული „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და მოუსვენარი მოსწავლის პროტესტი; განსხვავება უფროსების მიერ შედგენილ აუცილებლად წასაკითხი წიგნების ჩამონათვალსა და დამწყები მკითხველისთვის სასურველ საკითხავს შორის და კლასიკური ლიტერატურა, რომელიც ყოველმა წიგნის მოყვარულმა დაძალების გარეშე თავად უნდა აღმოაჩინოს; არდადეგებზე დედულეთში წაკითხული წიგნები და სოფლის ბიბლიოთეკის ხიბლი;

სატელეფონო ჩართვა – ია ანთაძე, ჟურნალისტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: