#სახლისკენ - „ღამის სერენადები“ წელს აღდგენიდან მეთერთმეტედ გაიმართება
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები” 37 წლის ისტორიას ითვლის. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე. უკვე მეორე წელია მასთან ერთად ფესტივალს მუსიკოსი გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობს. წელს ,,ღამის სერენადები” აღდგენიდან მეთერთმეტედ გაიმართება. 25, 27 და 28 აგვისტოს ფესტივალს ბათუმის ახლად რესტავრირებული ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს. 2 და 4 სექტემბერს საფესტივალო საღამოები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს. იმის შესახებ, თუ რა ელოდება ამ კონცერტებზე მსმენელს, გადაცემაში ტელეფონით გიორგი ისაკაძემ ისაუბრა.