#სახლისკენ - გეორგიევსკის ტრაქტატი - ისტორიული კონტექსტი დღევანდელი გადასახედიდან
გეორგიევსკის ტრაქტატის მიხედვით ქართული სახელმწიფოებრიობის მეტ-ნაკლებად შემზღუდავი პუნქტები;
მუხლი, რომლმაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი პეტრე პირველის მიერ იმპერიული პოლიტიკის გასატარებლად შექმნილი რუსეთის ეკლესიის სინოდის წევრად აქცია და რიგითობით რიაზანის ეპისკოპოსის შემდეგი ადგილი მიუჩინა, რაც ისტორიკოსთა ნაწილის მოსაზრებით ავტოკეფალიის ფაქტობრივ გაუქმებას ნიშნავდა;
ტრაქტატის ყველაზე მომხიბვლელი პირობა, რომლის თანახმადაც ოსმალეთთან, ან ირანთან ომში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში საქართველოსთვის წართმეული მიწების დაბრუნებას ითვალისწინებდა, ერეკლე მეორის მოჩვენებითი თავისუფალი არჩევანი და ვახტანგ VI-ის შვილიშვილი, ქართლის სამეფო ტახტის კანონიერი მემკვიდრე ალექსანდრე ბაქარის ძე, როგორც რუსეთის კოზირი პოლიტიკური ბანქოს თამაშში;
რუსეთის ჩარევის გამო წარუმატებლად დასრულებული ევროპასთან კავშირის დამყარების რამდენიმე მცდელობა, როგორც იმის დასტური, რომ ერეკლე მეორე ბოლომდე არ იყო დარწმუნებული რუსეთის სანდოობაში;
დაპირებული დახმარების მიუხედავად კრწანისის ბძოლაში მტერთან მარტო დატოვებული ქართული ლაშქარი, როგორც ერეკლე მეორის კიდევ უფრო დასუსტების წინაპირობა რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გატარების გაიოლებისთვის;
სოლომონ ლეონიძის სკეპტიციზმი დარეჯან დედოფლის გავლენის საპირისპიროდ, ერეკლე მეორის მიერ ნათქვამი უარი იმერეთის ქართლ-კახეთის სამეფოსთან შეერთებაზე და გიორგი XII-ის მიერ რუსებისთვის გახსნილი დარიალის ხეობა, როგორც ჩრდილოელი მეზობლისგან საქართველოს თავის დაღწევის დაკარგული შესაძლებლობა.
სტუმარი – მიხეილ ბახტაძე, ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: