246 წლის წინ, 1783 წლის 24 ივლისს, (4 აგვისტოს) ჩრდილოეთ კავკასიაში, ციხესიმაგრე გეორგიევსკში რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის დაიდო „სამეგობრო შეთანხმება“, რომლის მიხედვითაც ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის მფარველობის ქვეშ გადავიდა. რა იმედს ამყარებდა ერეკლე მეორე რუსეთთან დადებულ ამ ხელშეკრულებაზე, როგორ წარიმართა მოვლენები, შეიძლებოდა თუ არა შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში სხვა გზით წასვლა და რა მოუტანა რეალურად საქართველოს გეორგიევსკის ტრაქტატმა – ამ თემებზე გადაცემაში ისტორიკოსმა სანდრო ქარსიძემ ისაუბრა.