#სახლისკენ - განათლების უფლებიდან ხმის უფლებამდე
ქალებისათვის განათლების უფლების მოთხობნით ემანსიპაციისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები საქართველოში; ქართული და მსოფლიო ფემინიზმის პარალელები; ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი, კატო მიქელაძე, ნინო ტყეშელაშვილი – ქალები, რომლებისთვისაც პირადი წარმატებულობა საქართველოს ქალთა გაძლიერების ინსტრუმენტი იყო და არა პერსონალური კმაყოფილების საბაბი და სუფრაჟისტულ მოძრაობაში დაგროვილი პოლიტიკური გამოცდილებით საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტში მოპოვებული საარჩევნო ხმის უფლება და 5 მანდატი; ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის პირველი ათწლეულის „თამამი გენდერული ექსპერიმენტები“, რეპრესირებული აქტივისტი ქალები და „თავისუფლების ჩარჩო“ საბჭოთა ქალებისთვის; კომუნისტური პროპაგანდის მიერ ყვავილების ჩუქების დღესასწაულად გადაქცეული ბრძოლისა და სოლიდარობის დღე; ქალი პერსონაჟები თანამედროვე კულტურაში; „შაშვი შაშვი მაყვალი“ და შუახნის მარტოხელა ქალის უეცრად შეცვლილი ცხოვრება.
სტუმარი – თამთა მელაშვილი, მწერალი, გენდერის მკვლევარი (სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: