ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა და სწორედ ამიტომ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით არაერთი კამპანია ეწყობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც. ამ თვეს მთელი მსოფლიო ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს კიბოს ადრეული დიაგნოსტიკის პოპულარიზაციის საქმეში. ასევე, ჩამოყალიბდა „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, რომელიც ყოველწლიურად ცდილობს მიაწვდინოს ხმა საზოგადობას, დაანგრიოს სტიგმა დაავადების შესახებ და აჩვენოს მას პირადი ისტორიებით, რომ ძუძუს კიბოს დამარცხება შესაძლებელია.
სტუმრები: თინათინ ბერუჩაშვილი – “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” დამფუძნებელი , ნინო სამყურაშვილი – კლუბის წევრი