#სახლისკენ - საპატიმრო დაწესებულებებში საკვების შესანახი პირობების დაცვა
#სახლისკენ - საპატიმრო დაწესებულებებში საკვების შესანახი პირობების დაცვა

სასჯელაღასრულების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საპატიმრო დაწესებულებებში საკვების შესანახი პირობების დაცვა. არის შემთხვევები, როცა მაღალი სიცხის თუ სხვა პირობების გამო, მალე ფუჭებადი საკვების მიღების გამო პატიმრები მოწამლულან. ამ ფაქტების აღმოასფხვრელად და ყველა პატიმრის ერთ პირობებში ჩასაყენებლად იუსტიციის მინისტრმა 5 ოქტომბერს გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრებს მაცივრით სარგებლობის უფლება მიეცათ. გადაცემას “სახლისკენ” ესტუმრა დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი თათია ხოჭოლავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა პატიმარს ყველა დაწესებულებაში უფლება მიეცა დწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს და საკანში შეიტანოს მაცივარი. წინასწარი ნებართვის გაცემისას დაწესებულების დირექტორი შეაფასებს აქვს თუ არა მსჯავრდებულს თვითდაზიანებისკენ მიდრეკილება, ან ჰქონია თუ არა სუიციდის მცდელობა და მხედველობაში მიიღებს სხვა ობიექტურ გარემოებებს პატიმრის ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად. გარდა ამ სიახლისა სამომავლოდ სხვა თემები და პრიორიტეტები იკვეთება – პატიმართა სასწავლო ცენტრის რეფორმა, პროფესიული განათლების განვითარება, პატიმრის მომზადება გათავისუფლებისთვის და რეაბილიტაცია – რესოციალიზაციის პროგრამები, მცირე ზომის ციხეების მშენებლობა და ციხეებში ბიბლიოთეკების განვითარების პროექტი.

სტუმარი: თათია ხოჭოლავა – დანაშაულის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი