#სახლისკენ - ფსიქიკისა და ისტორიის წახნაგები
#სახლისკენ - ფსიქიკისა და ისტორიის წახნაგები
  • FM ნავიგატორი – 11 თებერვალი ქალი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. როგორია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით მეცნიერებაში მოღვაწე ქალების სტატისტიკური მონაცემები და როგორ აისახა ახალი კორონავირუსის პანდემია სამეცნიერო კვლევებში ქალების მონაწილეობაზე? სამედიცინო, ტექნოლოგიური და შოუ ბიზნესის საინტერესო სიახლეები;
  •  ქვეცნობიერის უცნაური წახნაგები – გავრცელებული, ან ნაკლებად ცნობილი ფობიებისა და კომპლექსების მიზეზები, ასევე მათი დაძლევისა და სახელწოდებების ისტორიები;
  •  მუსიკალური კალენდარი – სხვადასხვა ერის კულტურისთვის დამახასიათებელი მუსიკალური ტრადიციებითა და ეთნიკურ საკრავებზე შესრულებული ჰიტები: სრულიად ახალი ესთეტიკითა და განსხვავებული მუსიკალური რაკურსით აჟღერებული ცნობილი კომპოზიციები;
  •  „ბიზნესპარტნიორი სახლისკენ“ – რუბრიკა საქმიანი ადამიანებისათვის: «მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 2020 წელი და 2021 წლის მოლოდინები; მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილი მიკროსაფინანსო ბაზრის შესახებ;
  •  კულტურის სიახლეები თამუნა დადიანიძესთან ერთად – „მუსიკა შენს ფანჯრებთან“, საცხოვრებელი კორპუსების ეზოებში მოწყობილ სცენაზე „მოხეტიალე“ მუსიკოსების მიერ გამართული კონცერტები; მტკვარ-არაქსის კულტურის ადრებრინჯაოს ხანის უადრესი დასახლების არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მრავალფეროვანი არტეფაქტები.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: