#სახლისკენ - FM ტალღაზე მოსასმენი საინტერესო, სერიოზული და მოყვითალო ამბები I 25.10.2022
1) კერუაკის „გზაზე“ – ინსპირაცია მარტოხელა მოგზაურისთვის რუბრიკაში „აღმოაჩინე თავიდან“
არმაზის ხეობაში ექსკურსიით დაწყებული გაუნელებელი ინტერესი საქართველოს კუთხეებში მოგზაურობისადმი;
შინაური კომფორტისთვის თავის დაღწევის ხიბლი, ავტოსტოპის რომანტიკა და გზაში დაგეგმილი ლაშქრობის მარშრუტი;
აუცილებლად სანახავი ადგილები საქართველოში და რამდენიმე პრაქტიკული რჩევა ახალბედა მოგზაურებისათვის
სტუმარი: გურამ დავითლიძე – ლიტერატურათმცოდნე, მოყვარული მოგზაური
2) 25 ოქტომბერი აქონდროპლაზიის დიაგნოზის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეა
რა არის აქონდროპლაზია, რა შემთხვევაში უვითარდება ის ადამიანებს და როგორ ან როდის ხდება მისი დიაგნოსტირება?
როგორია საერთაშორისო და ადგილობრივი სტატისტიკა, რა სერვისები სჭირდება აქონდროპლაზიის მქონე ადამიანს?
რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ამ დიაგნოზმა და რა მეთოდებს ფლობს მედიცინა მასთან გასამკლავებლად?
როგორ შეიძლება შეცვალოს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ცხოვრება მედიკამენტმა, რომელიც 2021 წელს შეიქმნა, რატომ არის მნიშვნელოვანი დროული მედიკამენტური მკურნალობა, რატომ სჭირდებათ ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს სახელმწიფოს თანადგომა და რა პერსპექტივა აქვს აქონდროპლაზიის მედიკამენტური მკურნალობის პროგრამას საქართველოში?
სტუმარი: მაკა გოჩიაშვილი – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის, პეტრეს დედა
3) რუბრიკა – „კულტინფო ნინი იმერლიშვილთან ერთად“
ქართველი ბლოგერის საერთაშორისო წარმატება. სოფია კვინიკაძე საერთაშორისო ჟურნალის გარეკანზე
კევინ სპეისის გახმაურებული სკანდალი, სასამართლოს გადაწყვეტილება და ბოიკოტირების კულტურა ტანამედროვე ეპოქაში
ნეტფლიქსი – გიგანტი სტრიმინგ სერვისი, რომელიც დიდი კინოკომპანიების ერთ-ერთ მთავარ კონკურენტად იქცა
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: