ფესტივალს „ღამის სერენადები“ მრავალწლიანი და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ის მსოფლიო მუსიკოსმა, ლიანა ისაკაძემ დააარსა და თავდაპირველად ბიჭვინთის ტაძარში იმართბოდა. რამდენიმეწლიანი წყვეტის შემდეგ ფესტივალი აღდგა და ლიანა ისაკაძესთან ერთად მას, მისივე ძმიშვილი, გერმანიაშნი მოღვაწე ასევე ცნობილი მუსიკოსი, გიორგი ისაკაძე ჩაუდგა. წლევანდელი ფესტივალი დაიწყო ბათუმში და თბილისში დაიხურება. ფესტივალის ისტორიასა და წლევანდელი სტუმრების შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ მისმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, გიორგი ისაკაძემ ისაუბრა.