ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პოეზია პრესის თანამშრომლობით გამოცემული წიგნი „ერების რეკონსტრუქცია“, რომლის ავტორიც მეოცე საუკუნის აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის ისტორიის ცნობილი მკვლევარი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი სნაიდერია, მოგვითხრობს, როგორი გავლენა იქონია ბოლო 3 საუკუნის ისტორიამ თანამედროვე პოლონეთის, ლიეტუვის, უკრაინისა და ბელარუსის ჩამოყალიბებაზე და ცდილობს პასუხი გასცეს ისეთ კითხვებზე, რომლებიც თანამედროვე ერი-სახელმწიფოს ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია, მათ პასუხებზე კი დამოკიდებულია მათი ბედი და ხვალინდელი დღე: რა გზა გაიარეს? რა გადაწყვეტილებები მიიღეს, ან როგორ? რატომ იბრძოლეს ერთმანეთში ან სხვებთან? როგორ შერიგდნენ ეს ერები, როგორ განჭვრიტეს საკუთარი მომავალი, ან ადგილი თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში? წიგნი ქართულ ენაზე ქეთი ქანთარიამ თარგმნა და გამოცემის ონლაინ პრეზენტაციაში მონაწილეობენ: პროფ. ტიმოთი სნაიდერი, პოლონეთის ელჩი საქართველოში, მარიუშ მაშკევიჩი და
ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი – ვიოლეტა დავოლიუტე ისეუბრებენ პოლონურ და ლიეტუვურ კონტექსტზე; გიორგი კანდელაკი და ილიაუნის სოცირებული პროფესორი, „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი ბექა კობახიძე
ზემოხსენებულ გამოცდილებათა პოლიტიკურ მნიშვნელობას განიხილავენ ქართულ კონტექსტში; პანელს მოდერაციას გაუწევს ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი – ალექსანდრე მიქაბერიძე.
სტუმარი – ნატო ალხაზიშვილი, გამომცემლობა პოეზია პრესის ხელმძღვანელი (სატელეფონო ჩართვა)
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: