#სახლისკენ - „დატოვე შენი ნაკვალევი“ - ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების პირველი საერთაშორისო ფესტივალი
პირველად საქართველოში! 3-7 ნოემბერს ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალის პირველი გამოშვება ჩატარდება. მოისმინეთ, თუ რატომ არის ეს მოვლენა ახალი სიტყვა საქართველოში სახელოვნებო და საგანმანათლებლო პროცესების განვითარების კუთხით, რა უნიკალური შესაძლებლობა აქვთ ახალბედა რეჟისორებს და რა პრიზებით დაჯილდოვდებიან კონკურსში გამარჯვებულები.
სტუმრები: ფესტივალის დამფუძნებლები – ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კინომცოდნე ნინო მხეიძე, თეატრისა და კინოს რეჟისორი ნინო ახვლედიანი და პროგრამის კოორდინატორი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი, კინომცოდნე ალექსანდრე გაბელია.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: