#სახლისკენ - და ვინჩი, მონგოლფიერები და... სხვა შერეკილები ავიაციის ისტორიიდან
- უძველესი დროიდან ცნობილი ფრენის სახეობები და ლეონარდო და ვინჩის ნოუ ჰაუ ავიაინჟინერიის ისტორიაში; მონგოლფიერების საჰაერო ბურთი, ძმები რაიტების პირველი ფრენა და ომიანობისას წარმოებული სამხედრო თვითმფრინავების სიჭარბე, როგორც სამოქალაქო ავიაციის დაბადების წინაპირობა; პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის წარმოუდგენელი ტემპით გაზრდილი ავიამშენებლობა და კონკურენციის შედეგად დამყარებული საავიაციო რეკორდები, რომელთა შორის ალექსანდრე ქართველიშვილის შექმნილ ერთ-ერთი საფრენი აპარატის მიერ სიჩქარეში დამყარებული რეკორდიც შედის; მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკურ-ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად მოდერნიზებული საფრენი აპარატები, პირველი რეაქტიულძრავიანი თვითმფრინავები და ტაგანროგის საავიაციო ქარხნის საქართველოში ევაკუაციით დაწყებული ქართული ავიამშენებლობის ისტორია; საავიაციო ტექნოლოგიების განვითარებით ნაკარნახევი ახალი ფორმები, მე-20 საუკუნის შუა წლების ახალი ავიარეკორდები და ფრენის სიჩქარის გავლენა თვითმფრინავის ბილეთის ფასზე; ზებგერითი ძრავის გამოგონება – ახალი ერა ავიამშენებლობის ისტორიაში, კონკორდისა და საბჭოთა ტუ 144-ის „შედარებითი დახასიათება“ და მულტიდისციპლინარული ოპტიმიზაცია, როგორც მომავლის საფრენი აპარატების გაუმჯობესების მთავარი პირობა.
სტუმარი – გიორგი კაკაბაძე, ავიაინჟინერი, ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის ეროვნული ავიასამოდელო ფედერაციის პრეზიდენტი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: