რა არის ცნობილი ქართული პროფესიული მედიცინის ისტორიის შესახებ და რა ცნობებს შეიცავს საქართველოს სამედიცინო კულტურის შესახებ ქართულ სამედიცინო ხელნაწერთა კატალოგი, რომელზე მუშაობაც ათწლეულების მანძილზე გრძელდებოდა?
რამდენი წელი უწევდა სწავლა ექიმობის მსურველს ერეკლე მე-2-ის ეპოქაში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოსაპოვებლად?
რა კავშირია გრიგოლ ორბელიანსა და მე-19 საუკუნის 60-იან წლებში შექმნილ კავკასიის სამედიცინო საზოგადოებას შორის, რა წვლილი მიუძღვის წმ. მიხეილის საავადმყოფოს ქართული პროფესიული მედიცინის განვითარებაში და ვინ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მე-20 საუკუნის ქართული პროფესიული მედიცინის სათავეებთან იდგნენ?
რით იზიდავს უცხოელს სტუდენტებს დღევანდელი სამედიცინო უნივერსიტეტი, სადაც მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებს განათლებას?
როგორ შეიქმნა პირველი ქართული უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი და როგორ ჩაეყარა საფუძველი ხევსურეთის სოფლებში საგანგებოდ მოწყობილი ექსპედიციის წყალობით ქართულ სამედიცინო ტერმინოლოგიას, რამაც შესაძლებელი გახადა სამედიცინო ინსტიტუტის დაარსების პირველივე წელს ლექციების ქართულ ენაზე წაკითხვა?
სტუმარი – რამაზ შენგელია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართული მედიცინის ისტორიკოსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: