#სახლისკენ -  ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული გარეული ცხოველების დაცვა
#სახლისკენ - ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული გარეული ცხოველების დაცვა

თბილისის ზოოპარკმა საქართველოში გავრცელებული, საფრთხეში მყოფი გარეული სახეობების გადასარჩენად ფართომასშტაბიანი კამპანია წამოიწყო. გადაცემის “სახლისკენ” სტუმარმა, თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში გარემოს დაცვა უმეტეს შემთხვევაში გამწვანებასთან ან დასუფთავებასთან ასოცირდება და ნაკლები მნიშვნელობა ექცევა არანაკლებ მნიშვნელოვან თემას – ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული გარეული ცხოველების დაცვას. მან თქვა, რომ ადამიანის უგუნურმა და მომხმარებლურმა დამოკიდებულებამ უკვე გამოიღო შედეგი – გადაშენების საფრთხის პირას არაერთი სახეობა აღმოჩნდა. ზოოპარკმა მიზნად დაისახა ჩვენს გვერდით მობინადრე ცხოველებზე ზრუნვა, რათა მომავალმა თაობებმა მხოლოდ წიგნებში არ ამოიკითხონ, რომ საქართველოში ოდესღაც ესა თუ ის ცხოველი ბინადრობდა. კამპანია მოუწოდებს მოსახლეობას ცხოველთა კონსერვაციაში ჩართვას.

სტუმარი: ზურაბ გურიელიძე – თბილისის ზოოპარკის დირექტორი