#სახლისკენ - 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს
#სახლისკენ - 2018 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს თამარ ედილაშვილი წარადგენს

საბავშვო ევროვიზიის სიმღერის და ვიდეო რგოლის პრეზენტაცია 9 ოქტომბერს პირველი არხის დილის პროგრამაში „ახალი დღე“ შედგება. „შენი ხმა“ ასე ქვია სიმღერას რომელსაც თამარ ედილაშვილი საბავშვო ევროვიზიაზე 25 ნოემბერს მინსკში შეასრულებს. ვიდეო რგოლის გადაღებები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა კლიპის იდეა და რეჟისურა პირველი არხის რეჟისორს – კახა ბუხრაშვილის ეკუთვნის, იმიჯი იზა ნადარეიშვილს , ასევე ვიდეო რგოლზე პირველი არხის ვიზუალური სამსახურის ჯგუფი მუშაობდა. საბავშვო ევროვიზიისთვის სიმღერა „შენი ხმა“ კონკურსის მეშვეობით აირჩა, პირველი არხის მიერ გამოცხადებულ კონკურსში 22 კომპოზიცია შემოვიდა, კომპეტენტურმა ჟიურიმ საკონკურსოდ შეარჩია სოფო ტოროშელიძის სიმღერა, რომლის ტექსტიც ალექსანდრე ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.

გადაცემას “სახლისკენ” ეწვია ევროვიზიის დელეგაციის ხელმძღვანელი ნათია მშვენიერაძე , რომელიც 2 დღის წინ დაბრუნდა მინსკიდან, სადაც იმართება წლევანდელი საბავშვო ევროვიზია. მისი თქმით, მიდის მზადება, იქნება სერიოზული კონკურენცია, მაგრამ საქართველოს აქვს ძალიან კარგი სახელი, რადგან, საბავშვო ევროვიზიაზე გამარჯვება ჩვენ ტრადიციად ჩამოგვიყალიბდა…. ამიტომ საქართველოს წარმომადგენლის მიმართ ინტერესი დიდია. გადაცემაში ასევე ჩაერთნენ თავად თამარ ედილაშვილი და სიმღერის ავტორი სოფო ტოროშელიძე. ავტორმა სიმღერა მომღერლის შესაძლებლობების გათვალისწინებით შექმნა, მომღერალიც კარგად მოერგო მისთვის შექმნილ ნაწარმოებს

სტუმარი: ნათია მშვენიერაძე