#სახლისკენ - ბავშვთა ფოკლორული ანსამბლი „გურჯაანი“ გერმანიაში საგასტროლოდ გაემგზავრება
7 დეკემბერს, ბავშვთა ფოკლორული ანსამბლი ,,გურჯაანი“ გერმანიაში საგასტროლოდ გაემგზავრება. ანსამბლი ქალაქებში ბერლინი და პოცდარმი სოლო კონცერტებს საკათედრო ტაძრებში გამართავს. ანსამბლს მასპინძელობას გერმანიის ქართული დიასპორის წარმომადგენლობა გაუწევს. ანსამბლ ,,გურჯაანის“ ვიზიტი, ქართულ-გერმანული ურთიერთობების ფარგლებშია დაგეგმილი და კიდევ ერთხელ ეხმაურება ორი ქვეყნის მრავალწლიანი მეგობრობის ფაქტს. ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის ,,გურჯაანი“ კონცერტები წინა საშობაო კულტურული ღონისძიებების ფარგლებშია დაგეგმილი.
სტუმარი: ილია დათუაშვილი – ანსამბლის ხელმძღვანელი