#სახლისკენ - „ამაღლების ქუჩიდან“ ბავშვობის წიგნებამდე
#სახლისკენ - „ამაღლების ქუჩიდან“ ბავშვობის წიგნებამდე

ახალ კრებულში თავმოყრილი, კარანტინის გამო საკუთარ თავთან დარჩენილი მწერლის ფიქრები; იაკი კაბეს ახალი პოეტური კრებული „ამაღლების ქუჩა“, თბილისის, აფხაზეთის, ზღვის „ნოტებითა“ და იაპონური ელფერით; მშობლიურ ენაზე წერის ბედნიერება, როგორც არიადნეს ძაფი ემიგრაციაში მყოფი მწერლისთვის; ბავშვობისას წაკითხული ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისგან მიღებული დაუვიწყარი ემოციები, რომლებიც დღემდე გრძელდება; მწერლის მოთხრობებში ასახული არჩილ სულაკაურისა და რევაზ ინანიშვილის სამყარო; ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილების გაფერმკრთალების, ან იმედგაცრუების შიშით საყვარელი წიგნების ხელახლა წაკითხვაზე ნათქვამი უარი და ტექსტები, რომლებიც თაობიდან თაობამდე ბავშვებისთვის საყვარელ წიგნებად დარჩება.

სატელეფონო ჩართვა – იაკი კაბე (ირაკლი კაკაბაძე) პოეტი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: