თუ თქვენ ხართ ნებისმიერ სატელევიზიო ფორმატზე მუშაობის პროცესში – დოკუმენტური ან მხატვრული ფილმები, ახალი ამბები, ვებ ვიდეოები ან სატელევიზიო პროგრამები და შოუები, თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი იდეების პოპულარიზაცია, თუ გსურთ ფულადი პრიზის მოგება ან პოტენციური თანაპროდიუსერის ან თანადამფინანსებლის მოძიება, წარადგინეთ თქვენი პროექტი კონკურსზე „ADAMI Media Prize – პროექტის ხელშეწყობა“! განაცხადების მიღება 6 სექტემბერს დაიწყო და ბოლო ვადაა 27 სექტემბერი. ნომინანტ პროექტებს აირჩევს საერთაშორისო ჟიური. ნომინანტების გამოცხადება შედგება 2021 წლის 25 ოქტომბერს. სატელევიზიო შოუ ეთერში გავა 10 დეკემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს პირველი არხის ეთერში. შოუს ბოლოს გამოცხადდება ორი გამარჯვებული პროექტი. ერთ მათგანს აირჩევენ სტუდიაში მყოფი ჟიურის წევრები, მეორე გამარჯვებული კი გამოვლინდება ADAMI Media Prize ვებ-გვერდზე მიმდინარე ონლაინ კენჭისყრის ხმების დათვლის საფუძველზე. ონლაინ ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება 1 ნოემბერიდან.
სტუმარი: ბესო სოლომანაშვილი – მწერალი, რეჟისორი, Adam Media Prize – პროექტების წარდგინების კონკურსის კოორდინატორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: