ავსტრიელმა კომპოზიტორმა ფრანც შუბერტმა სულ 31 წელი იცოცხლა, თუმცა საკმაოდ მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დატოვა.
მართალია, ამ რომანტიკოს კომპოზიტორს სიცოცხლეში დიდი აღიარება არ მოუპოვებია, მაგრამ მას დიდად აფასებდნენ რჩეული კომპოზიტორები, მეგობრები, რომლებთან ერთად მოწყობილი შეკრებები „შუბერტიადის“ სახელწოდებით შევიდა მუსიკის ისტორიაში.
შუბერტის შემოქმედება ვენის კლასიკური სკოლის ტრადიციებს ეყრდნობა და ამავდროულად, პრინციპულად ახალი და ნოვატორულია.
სატელეფონო ჩართვა: ინგა ბარამიძე – მუსიკისმცოდნე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: