#სახლისკენ - 30 წლის წინ საქართველო UNESCO-ს წევრი გახდა I 07.10.2022
1) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების ქართული თავისებურებები
საქართველოს UNESCO-ში გაწევრების წინაპირობები, UNESCO-ს წევრობის მნიშვნელობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის;
UNESCO-ს პრიორიტეტები და არამატერიალური კულტურის ძეგლები, რომლების შენარჩუნება-პოპულარიზაციაც ორგანიზაციის საქმიანობის არანაკლებ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს;
ქართული ტრადიციული მრავალხმიანობა, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მისი ადგილი მსოფლიოს მუსიკალურ კულტურაში.
სტუმარი: რუსუდან წურწუმია – თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორი
2) საქართველოს „ლურჯი ფარის“ მისია
როგორ შეიქმნა საერთაშორისო ორგანიზაცია Blue Shield და საქართველოს „ლურჯი ფარის“ ეროვნული კომიტეტის მისია, რომელიც კრიზისულ სიტუაციებში (ბუნებრივი კატაკლიზმები, ხანძრები, საომარი მოქმედებები) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა-გადარჩენას ისახავს მიზნად?
რას საქმიანობს, რა პროექტებს ახორციელებს, ვინ, ან როგორ აფინანსებს საქართველოს „ლურჯი ფარის“ საქმიანობას და რა მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის მზაობას შესაძლო კრიზისული სიტუაციების დროს კულტურული მემკვიდრეობისთვის ზიანის შემცირების საქმეში?
სტუმარი – თამარ სოფრომაძე, Blue Shield საქართველოს პროგრამების ასისტენტი
3) ელისაბედ ერისთავის „მემუარები“
ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“;
თათია მელაშვილის წიგნის „მე აქ ვარ (ჩემი და ლუკას ამბავი)“ წარდგენა;
თენგიზ მარის პერსონალური გამოფენა გალერეაში „ვანდა“;
ელისაბედ ერისთავის „მემუარების“ წარდგენა;
სატელეფონო ჩართვა: მაია ცერცვაძე – მთარგმნელი.
ავტორი: თამარ დადიანიძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: