შემოქმედებითი თავისუფლებისკენ სწრაფვა ყველა ჭეშმარიტი ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია.თავის დროზე, გრიგოლ რობაქიძის ემიგრაციაში წასვლა გაუსაძლისმა პირობებმა განაპირობა, რადგან მწერლებისთვის აკრძალული და ტაბუდადებული იყო ეროვნული პრობლემატიკა და ეს ფაქტი გასაქანს არ აძლევდა მის ტალანტს. რა ხდება მწერლის სულში მაშინ, როდესაც ტოტალიტარული რეჟიმი ცდილობს, რომ მწერლობა თავის იდეოლოგიას დაუმორჩილოს და რა ფენომენია გრიგოლ რობაქიძე?-ამ თემებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის საგამომცემლო განყოფილების კურატორმა, რობაქიძის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, გრიგოლ რობაქიძის ხუთტომეულის შემდგენელმა-ლალი ცომაიამ ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: