#სახლისკენ - 1918 წლის 26 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსდა
1918 წელს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.
თსუ-ს მუზეუმში დაცულია უნივერსიტეტის დაფუძნებასთან დაკავშირებული ფოტოები, ხელნაწერები, გამოცემები, დამაარსებელთა მემორიალური ნივთები.
რას მოგვითხრობს ეს უნიკალური მასალა?
სტუმარი: ალექსანდრე მარუაშვილი – ისტორიის დოქტორი,თსუ-ს მუზეუმის მთავარი სპეციალისტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: