#სახლისკენ - 18 ოქტომბერი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული დღეა
20:01, 18.10.2021
ტრეფიკინგი დანაშაული და ადამიანის უფლებათა დარღვევაა, რომელიც მსხვერპლს დიდ სულიერ და ფიზიკურ ზიანს აყენებს. ადამიანებით საერთაშორისო ვაჭრობის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია როგორც სერიოზული საერთაშორისო თანამშრომლობა, ასევე – ქვეყნების მიერ თანმიმდევრული და კოორდინირებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარება. რა სამართლებრივი თუ ინსტიტუციური მექანიზმებით ებრძვის სახელმწიფო ამ დანაშაულს, რა სერვისებია ხელმისაწვდომი ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებთათვის და აკმაყოფილებს თუ არა საქართველო ტრეფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებს? – ამ და სხვა თემებზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა – ანა ივანიშვილმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: