#სახლისკენ - 100 წელი საქართველოში ჩატარებული პირველი საყოველთაო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებიდან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში, გაიხსნა გამოფენა, რომელიც ზუსტად 100 წლის წინათ საქართველოში ჩატარებულ პირველ საყოველთაო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებს შეეხო. ეროვნული არქივის ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილია დაცული მასალა, რომელიც თვითმმართველობის პირველ არჩევნებს ასახავს – საარჩევნო სიებისა და ბიულეტენების ნიმუშები, მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკის ამსახველი დოკუმენტები, ამავე პერიოდის საგაზეთო მასალები, ფოტოები და სხვა.
სტუმარი: ირაკლი ირემაძე – ისტორიკოსი.