#სახლისკენ - 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა
1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს, რის შემდეგაც 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღედ გამოცხადდა.
ამ დეკლარაციით მსოფლიო ისტორიაში პირველად განისაზღვრა ადამიანის ძირითადი სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები.
მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, ის საფუძვლად დაედო არაერთი სავალდებულო დოკუმენტის შემუშავებას, რომლებიც ერთობლიობაში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს ქმნიან.
სტუმარი: მაკა ფერაძე – მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: