საღამოს პიკის საათი - ქართულ ოცნების წევრებს მოსამართლეთა სია ერთმანეთთან აპირისპირებს
უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების ნუსხამ საპარლამენტო უმრავლესობაში ბზარი გააჩინა. ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. ამ ამბავს ზოგი ხსნის სასამართლოზე გავლენის დაკარგვის შიშით, ზოგიც – კანდიდატურათა თანამდებობისთვის შეუფერებლობით. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება ძველი სახით აღარ არსებობს, ხოლო თავად ქართულ ოცნებაში ლიდერის უმცდარობაში შეაქვთ ეჭვი.
რესპონდენტები: გია ნოდია, ილიაუნის პროფესორი, სერგო რატიანი, პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველო“, გედევან ფოფხაძე, პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება“.