საღამოს პიკის საათი – ქართულ ოცნების წევრებს მოსამართლეთა სია ერთმანეთთან აპირისპირებს

19:33, 28.12.2018
-0:00

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატების ნუსხამ საპარლამენტო უმრავლესობაში ბზარი გააჩინა. ქართული ოცნების წევრები ერთმანეთს ღიად დაუპირისპირდნენ. ამ ამბავს ზოგი ხსნის სასამართლოზე გავლენის დაკარგვის შიშით, ზოგიც – კანდიდატურათა თანამდებობისთვის შეუფერებლობით. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართული ოცნება ძველი სახით აღარ არსებობს, ხოლო თავად ქართულ ოცნებაში ლიდერის უმცდარობაში შეაქვთ ეჭვი.

რესპონდენტები: გია ნოდია, ილიაუნის პროფესორი, სერგო რატიანი, პარლამენტის წევრი, „ევროპული საქართველო“, გედევან ფოფხაძე, პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნება“.

  

მსგავსი