საღამოს პიკის საათი - პრეზიდენტის უფლებები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს კონსტიტუციაში რამდენიმე ახალი ნორმა ამოქმედდება. ეს ნორმები ზღუდავს პრეზიდენტის უფლებამოსილებას: ის ვეღარ წარადგენს კანდიდატს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, აღარ იარსებებს უშიშროების საბჭოს, პრემიერ მინისტრის გარეშე კანონს ვერ დაადებს ვეტოს… თუმცა, ამ ნორმათა ამოქმედებამდეც პრეზიდენტი ვერ ახერხებს ერთი თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების რეალიზებას: დაესწროს მთავრობის სხდომას; მას აქაც პრემიერ მინისტრი ეწინააღმდეგება.
სტუმარი: გიორგი მუმლაძე – კონსტიტუციურ კვლევათა ცენტრი, მკვლევარი.