პოლიტიკური ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურამდე უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ეიფორიას არ უნდა მიეცნენ და უკვე განაახლეს საარჩევნო კამპანია. საზოგადოების, ქვეყნის, ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. ეს წერტილს დაუსვამს ე.წ. ნულოვანი ჯამით თამაშს და ქართულ პოლიტიკაში კომპრომისის კულტურას დაამკვიდრებს.
სტუმარი: გიორგი გაბაშვილი – “ევროპული საქართველო”, თბილისის საკრებულოს წევრი.