საღამოს პიკის საათი – საქართველოს პრეზიდენტი: ფიგურა, ფუნქციები და შესაძლებლობები

18:20, 01.11.2018
-0:00

შეუძლია საქართველოს 2018 წელს არჩეულ პრეზიდენტს შექმნას პოლიტიკური კრიზისი, გამოიწვიოს პოლიტიკური რყევები, იქცეს ტროას ცხენად პოლიტიკური სისტემისათვის, როგორც ამას წინათ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა?! საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2018-2024 წლებში პრეზიდენტის უფლებამოსილებები კიდევ უფრო მცირეა, ვიდრე განვლილ ხუთწლეულში იყო. ასეთ დროს საინტერესოა, შეასრულებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური არბიტრის ფუნქციას პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოებისათვის; ცალკე საკითხია, რა დააკლდება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს საიმისოდ, რომ, პრეზიდენტმა, მაგალითად, განმუხტოს პოლიტიკური კრიზისი? ეგებ ასეთ დროს მნიშვნელობა აღმოაჩნდეს მის პოლიტიკურ წონას და არა კანონით განსაზღვრულ კომპეტენციას?!

სტუმარი: გიორგი ნონიაშვილი – მკვლევარი, კონსტიტუციონალიზმის კვლევის ცენტრი, ილიაუნი

  

მსგავსი