საღამოს პიკის საათი - 2018 წელი - კვალი და სამომავლო გავლენა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებზე.
დასრულდა 2018 წელი და ჩვენ ვთხოვთ ჩვენს ტრადიციულ რესპონდენტებს – პოლიტიკოსებსა და პოლიტიკაზე დამკვირვებლებს, გვითხრან, რით იყო გასული წელი გამორჩეული სხვა წინა წლებისგან და რას მოელიან მომავალში ქართული საზოგადოებისაგან.
რესპონდენტები: იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, თსუ პროფესორი, სერგი კაპანაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი, ევროპული საქართველო, მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.