1907 წლის აგვისტოა. ზაქარია ჭიჭინაძე თბილისის ღვინის სარდაფში სადილობს. გვერდით მაგიდასთან მისი ნაცნობი სოციალ-დემოკრატები სხედან და ცხარედ მსჯელობენ. ზაქარია ჯერ რაღაცას კრიტიკულს ამბობს სოციალ-დემოკრატებზე, შემდეგ კი სვამს ილიას სადღეგრძელოს. ისინი ღიზიანდებიან, სასტიკად სცემენ და ქუჩაში აგდებენ. სახლში მედუქნეს მიჰყავს და გზაზე ეუბნება, რამ დაგაწყებინა იმათთან ილია ჭავჭავაძის ქება, სწორედ იმიტომ იყვნენ შეკრებილები, რომ მასზე ბჭობდნენ, მოკვლას უპირებენო – ეს ერთი იმ მოგნებათაგანია, რომელიც ამ დიდი ქართველი მოღვაწის შესახებ შემონახულა.
გალაკტიონს ეკუთვნის სიტყვები: „საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც ზაქარიამ შეძლო“.
ვინ იყო ზაქარია ჭიჭინაძე, „ზექერია ეფენდი“ როგორც მას აჭრაში სიყვარულით ეძახდნენ. „რადიოკალენდარის“ სტუმარია ისტორიის დოქტორი როზეტა გუჯეჯიანი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: