რადიოკალენდარი - ქართული თეატრი და ტელერადიო არქივი
რადიოკალენდარი - ქართული თეატრი და ტელერადიო არქივი
171 წლის წინ, 1850 წლის 14 იანვარს, გიორგი ერისთავის თაოსნობით საქართველოში პირველი წარმოდგენა გაითამაშეს. ეს დღე ქართული თეატრის პროფესიულ ზეიმად ითვლება. ქართული თეატრის უნიკალურ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს ინახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი. შეიძლება ითქვას, იგი ქართული თეატრის ერთ-ერთი მნიშნელოვანი მემატიანეა.
„რადიოკალენდარის“ სტუმარია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივის ხელმძღვანელი გიორგი ჩართოლანი.