რუსთაველის 18 ნომერში ახალი სახელოვნებო სივრცე „ბარნოვის ხელოვნების სახლი“ გურამ წიბახაშვილის გამოფენით გაიხსნა. „ზამთარი გადატანილია“ – ასე დაასათურა ფოტოგრაფმა ექსპოზიცია, რომლის ნახვა 30 მაისამდე იქნება შესაძლებელი. გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე და ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი „რადიოკალენდარში“ მაისის თვის ამ მნიშვნელოვან კულტურულ პროექტზე და ზოგადად ფოტოგრაფიაზე საუბრობენ.