#რადიოკალენდარი - კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წელი
#რადიოკალენდარი - კორნელი კეკელიძის დაბადებიდან 140 წელი

წელს აკადემიკოს კორნელი კეკელიძის დაბადების 140 წლის იუბილეა. ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, საკუთარი სამეცნიერო მოღვაწეობის ამოცანად ძველი ქართული ლიტერატურის შესწავლა განსაზღვრა. მისი ათასორას გვერდიანი ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, როგორც დასავლელი ორიენტალისტები აღნიშნავენ, არის საქართველოს ინტელექტუალური ღირსებისა და იმ უფლების დასაბუთება, რომ ქვეყანამ თავისუფალი სახელმწიფო ცხოვრებით იცხოვროს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ეს სიტყვები 1979 წელს, მეცნიერის 100 წლის იუბილეზე ითქვა. ამ საღამოს ჩანაწერი საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში ინახება.„რადიოკალენდარში“ კორნელი კეკელიძის საიუბილეო საღამოს ფრაგმენტებს მოისმენთ. გადაცემის ავტორი ილია თავბერიძე რომის აღმოსავლეთის პონტიფიკალური ინსტიტუტის დოქტორანტთან და ლიტურგისტთან, მღვდელმონაზონ –  ლეონიდე ებრალიძესთან კორნელი კეკელიძის შესახებ საუბრობს.