#რადიოკალენდარი - ვახტანგ ჭაბუკიანი - 110 წელი დაბადებიდან
#რადიოკალენდარი - ვახტანგ ჭაბუკიანი - 110 წელი დაბადებიდან
27 თებერვალს გენიალურ მოცეკვავეს და ქორეოგრაფს დაბადებიდან 110 წელი შეუსრულდა. საბალეტო ხელოვნება თუკი ვინმესგან დავალებულია, ეს უდაოდ არის ვახტანგ ჭაბუკიანი. მაგრამ მოხდა ისე, რომ დღემდე ძალიან ბევრ თეატრში, მთელ მსოფლიოში, ბევრი გამოჩენილი მოცეკვავე, წარსულშიც და ახლაც, ცეკვავს უამრავ ვარიაციას, დუეტს, სახასიათო ცეკვას და ცოტამ თუ იცი, რომ ისინი ვახტანგ ჭაბუკიანს ეკუთვნის. ჭაბუკიანს არ დაკლებია დევნა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, ოპერის თეატრის დაწვაც კი დააბრალეს. რატომ არ აღმოჩნდა ჭაბუკიანის პერსონა მისაღები, მისი პოპულარობა და პირად თავისუფლება კი – გამაღიზიანებელი, რატომ არ არის იგი დაფასებული მსოფლიო საბალეტო ხელოვნებაში, როგორც მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა იმსახურებს ამას.
„რადიოკალენდარში“ ბალეტის რეჟისორთან ნიალა გოძიაშვილთან ერთად ამ თემებზე ვსაუბრობთ.