#რადიოკალენდარი - 105 წელი მამა ილია მელიას დაბადებიდან
#რადიოკალენდარი - 105 წელი მამა ილია მელიას დაბადებიდან
საქართველოში, სამწუხაროდ, თითქმის უცნობია ამ დიდებული საეკლესიო მოღვაწის შესახებ. მამა ილია ათეული წლების განმავლობაში პარიზის წმინდა ნინოს ქართული ეკლესიას წინამძღვრობდა. ეკლესია 1929 წელს დააარსდა პარიზში და ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის ევროპაში, ერთადერთი ქართული ტაძარი გახლდათ. მრევლის პირველ წინამძღვრად წმინდა გრიგოლ ფერაძე აკურთხეს, 1949 წლიდან კი ოთხი ათეული წელი, ქართველი ემიგრანტების სულიერი და ზნეობრივი წინამძღვარი ეკლესიის ისტორიკოსი, პარიზის მართლმადიდებლური თეოლოგიის ინსტიტუტის პროფესორი მამა ილია მელია გახლდათ.
„რადიოკალენდარში“ მამა ილია მელიას დისშვილთან, ქალბატონ სოფო ბენდიაშვილთან ვსაუბრობთ.