სანდრო ახმეტელის დაბადებიდან 135 წელი შესრულდა. ქართველი რეჟისორი, რომელიც თავისუფალი აზროვნებისთვის მუდმივად იდევნებოდა, 30-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ურთულესი და ტრაგიკული დროის მიუხედავად ახმეტელმა მოახერხა განესაზღვრა ქართული ეროვნული თეატრის სახე. ათი წელი რუსთაველის თეატრში, რომელიც ას წელს უდრის – ასე აფასებენ ახმეტელის მოღვაწეობას. ამ მოკლე პერიოდში დაიდგა სპექტაკლები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა, სტილი და ახალი თეატრის მოდელი.
„რადიოკალენდარის“ სტუმარია სანდრო ახმეტელის შვილიშვილი, მუსიკოლოგი მანანა ახმეტელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: