#რადიოკალენდარი - 195 წელი გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან
#რადიოკალენდარი - 195 წელი გაბრიელ ეპისკოპოსის დაბადებიდან
1903 წელს მღვდელმა მელიტონ კელენჯერიძემ, შემდგომში ცნობილმა ფოლკლორისტმა და მეცნიერმა, 3000-იანი ტირაჟით დაბეჭდა ბროშურა „უკანასკნელნი დღენი გაბრიელ ეპისკოპოსისა“. შემდგომში მან კიდევ ერთი წიგნი გამოსცა, რომელიც იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ცხოვრების და მოღვაწეობის მრავალ ფაქტზე მოგვითხრობს. აქ დაბეჭდილი გაბრიელ ქიქოძის თანამედროვეთა მოგონებების და საარქივო მასალების მიხედვით, „რადიოკალენდარში“ საარქივო და სამუზეუმო კვლევებისა და მოდერნიზაციის ცენტრის მკვლევარი ირაკლი თეზელაშვილი საუბრობს.