შემოდგომაზე თბილისი არა ერთი მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენის ცენტრი ხდება. იმართება მუსიკალური და თეატრალური ფესტივალები, შეხვედრები და საღამოები. სექტემბრის კალენდარში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსას, 83 წლის პერუელი პროზაიკოსის და დრამატურგის, ნობელის პრემიის ლაურეატის თბილისში სტუმრობა. ლიოსა თბილისში 17 სექტემბერს ჩამოვა და სამ დღეს დაჰყოფს. პროგრამაშია შეხვედრები ქართულ მედიასთან, სტუდენტებთან და ბოლოს მკითხველთან, რუსთაველის თეატრში.
„რადიოკალენდარში“ მარიოს ვარგას ლიოსას ქართულ ენაზე მთარგმნელს და მისი თბილისში სტუმრობის ერთ-ერთ ინიციატორს, მთარგმნელ ლანა კალანდიას ვესაუბრებით.