120 წლის წინ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩაიკოვსკის ბალეტი „მაკნატუნა“ პირველად წარმოადგინეს.
საუკუნეზე მეტია „მაკნატუნა“ ცხოვრობს სცენაზე და ამ დროის მანძილზე ქორეოგრაფების სხვადასხვა თაობები ცდილობენ ამ გენიალური მუსიკის სხვადასხვანაირად დანახვას. გადაცემაში ამ რედაქციების თავისებურებებზე ვისაუბრებთ და შევეცდებით გავარკვიოთ რატომ არის პოპულარული „მაკნატუნა“.
„რადიოკალენდარის“ სტუმარია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის წამყვანი რეჟისორი ნიალა გოძიაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: