1922 წლის 7 თებერვალს საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარმა ამბროსი ხელაიამ გენუის კონფერენციას წერილი გაუგზავნა. ცნობილ მიმართვაში კათოლიკოსი მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციისგან საქართველოს შელახული, კანონიერი უფლებების აღდგენას ითხოვდა. ეს მიმართვა და ზოგადად ამბროსი ხელაიას პოზიცია გახდა იმის საფუძველი, რომ „ჩეკამ“ კათოლიკოსი დააპატიმრა, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქი მალე გარდაიცვალა. ის ერთადერთი ქართველი სასულიერო პირი გახლავთ, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭეს. 7 სექტემბერი წმინდა ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა. „რადიოკალენდარის“ სტუმარია ამბროსი ხელაიას შვილთაშვილი ანა კლდიაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: