#რადიოკალენდარი - ხალდეს აჯანყება
#რადიოკალენდარი - ხალდეს აჯანყება
145 წლის წინ, „თავისუფალი სვანეთის“ 2 ათასამდე წარმომადგენელმა, კვირიკეს ეკლესიაში ფიცი დადო, რომ, თუ მეფის რუსეთის მმართველობა სვანეთში მიწის გადასახადების გაზრდასა და სამხედრო ვალდებულების შემოღებაზე ხელს არ აიღებდა, იარაღით დაიცავდნენ თავს. დაპირისპირება ერთწლიან კონფლიქტში გადაიზარდა, რომელიც 1876 წლის აგვისტოში, რუსეთის ჯარების მიერ სოფელ ხალდეს მიწასთან გასწორებით დასრულდა.
ხალდე სვანი ხალხის თავისუფლებისმოყვარეობის სიმბოლოდ იქცა.
„რადიოკალენდარში“ ხალდეს აჯანყების შესახებ ისტორიკოს ბესო ჯაჭვლიანთან ვსაუბრობთ.