25 ივლისს ცნობილი ქართული სიმღერების ავტორის და შემსრულებლის ინოლა გურგულიას დაბადებიდან 90 წელი სრულდება. როგორ აღმოაჩინეს ფირი, რომლის მიხედვით ინოლას უცნობი სიმღერები აღდგინეს და როგორ შემოგვრჩა ინოლას აუდიო ჩანაწერები. „რადიოკალენდარში“ ინოლა გურგულიას შვილი, მუსიკოლოგი დავით შუღლიაშვილი საუბრობს.