რადიოკალენდარი - „ფერადებით წერის პროფესორი“ - გიგო გაბაშვილი
რადიოკალენდარი - „ფერადებით წერის პროფესორი“ - გიგო გაბაშვილი
1891 წელს ამერიკელი მილიონერი ჩარლზ კრენი კავკასიაში მოგზაურობისას გაეცნო თბილისელ მხატვართა შემოქმედებას. შეიძინა მათი სურათები, მათ შორის გიგო გაბაშვილის და მხატვარს კავკასიისა და შუა აზიის თემაზე სურათებიც შეუკვეთა. ასე შეიქმნა 28 ფერწერული სურათი კავკასიისა და შუა აზიაში მოგზაურობის შედეგად, რომელიც ამერიკაში გაგზავნა. გიგო გაბაშვილის სურათები სოტბის აუქციონზეც გაიყიდა. ამან მისი შემოქმედების მიმართ ინტერესი გააძლიერა.
გიგო გაბაშვილის დაბადებიდან 158 წელი გავიდა. „რადიოკალენდარში“ გიგო გაბაშვილის შესახებ ხელოვნებათმცოდნე ნინო ჭოღოშვილი საუბრობს.